11:31 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-05 15:32:48, 731 ნახვა

მსოფლიო
განცი - ისრაელი მზადაა, გაანადგუროს „ჰამასი“, ასევე იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზას მოსახლეობისთვის

ისრაელის ე.წ. ომის კაბინეტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენ განცი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია Times of Israel-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, განცმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა, მიაღწიოს მიზნებს და გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“, ასევე, იპოვოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გზა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

„განცმა გაიმეორა ისრაელის მიზნის შესრულების აუცილებლობა, რათა გაანადგუროს ტერორისტული დაჯგუფება „ ჰამასი“ და იპოვნონ გზა ჰუმანიტარული დახმარების მშვიდობიან მოსახლეობამდე მიღწევის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ისაუბრა ღაზაში ყველა სამხედრო მიზნის შესრულების მნიშვნელობაზე, რაც უზრუნველყოფს რეგიონის სტაბილურობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია ბენი განცის ოფისის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics