|
2024-03-04 13:20:49, 831 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს ენმ-თან კავშირი არ აქვთ
კოალიციების შექმნით უნდათ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, განსხვავებულები არიან და „ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კოლაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "გაუგებარია რა კოალიციაზე საუბრობს ოპოზიცია ან რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე". "მე არ ვიცი, რა კოალიციაზეა საუბარი ან რა შანსები აქვთ მათ. ყველა პოლიტიკური პარტია ცდილობს, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს. ცოტა გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს ამის გადანაწილება პარტიებს შორის. ყველა ეს ადამიანი არის "ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული. დღეს, შეიძლება სხვა პარტიის სახელებით გამოდიოდნენ, სხვა რაღაცები შექმნან. აქვთ მისწრაფება, რომ სხვადასხვა პლატფორმა გააჩინონ. მათი სურვილია, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ - თითქოს, ისინი განსხვავებულები არიან, "ნაციონალებთან“ კავშირი არ აქვთ. თუმცა, საზოგადოებას ხომ ყველაფერი კარგად ახსოვს, ვინ ვინ არის, ვინ სად იყო, რას აკეთებდა და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის, ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)