|
2024-02-27 15:00:32, 941 ნახვა
პოლიტიკა
ბჟანია - მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანა სურს
მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ქალაქში გადატანა სურს, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. ბჟანიას თქმით, "ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჟენევა სულ უფრო და უფრო ნაკლებად უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროცესის მონაწილეებისთვის". "დღეს რუსული მხარე ძალიან მნიშვნელოვან საკითხს აყენებს, რომელიც ჟენევის დისკუსიების ჟენევიდან სხვა ლოკაციაზე გადატანას ეხება. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჟენევა სულ უფრო და უფრო ნაკლებად უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს პროცესის მონაწილეებისთვის", - განაცხადა ბჟანიამ. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ისაუბრა. "რაც შეეხება ჟენევის დისკუსიას, ბატონ ლავროვთან ბოლო შეხვედრაზე, მან თქვა, რომ ამ პლატფორმამ მეტწილად თავისი თავი ამოწურა. ამიტომაც, მან იკითხა, ხომ არ არის აფხაზური მხარე წინააღმდეგი, მუშაობა უფრო შესაფერისის მოსაძებნად გაგრძელდეს. საუბარი იყო მათ შორის ბელარუსის დედაქალაქ მინსკზე, ან სხვა სახელმწიფოების დედაქალაქებზე, პოსტსაბჭოთა სივრცის შედარებით ნეიტრალურ ქვეყნებზე", - დასძინა ბჟანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)