15:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-27 12:24:19, 634 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო ავტომანქანები შეიძინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

შსს-ს ცნობით, ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

"შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სახანძრო ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის განახლებას. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია აღჭურვილობისა და სპეცტექნიკის განახლების არაერთი პროექტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics