20:36 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 17:42:32, 948 ნახვა

მსოფლიო
სიმონიანი ნავალნიზე - ყველამ დიდი ხანია დაივიწყა - მის მოკვლას აზრი არ ჰქონდა

ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, მის მოკვლას აზრი არ ჰქონდა, - ასე ეხმაურება რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტს.

როგორც სიმონიანი აღნიშნავს, წინასაარჩევნოდ ალექსეი ნავალნის მოკვლა საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო.

"ველოდებოდი, ვინ იტყოდა პირველი, რომ ეს "პოლიტიკური მკვლელობა" იყო. როგორც ჩანს, Guardian-ი პირველია, მაგრამ ოსკარი მაინც ლატვიაში მიდის - მათ ამას "ბრუტალური მკვლელობა" უწოდეს. არც კი დავიწყებ მათთვის იმის ახსნას, რომ ყველამ დიდი ხანია დაივიწყა, რომ აზრი არ ჰქონდა მის მოკვლას, მით უმეტეს, წინასაარჩევნოდ, რომ ეს სრულიად საპირისპირო ძალებისთვის იქნებოდა სასარგებლო. რატომ ხსნიან, როცა უკვე მშვენივრად იციან ეს ყველაფერი", - წერს სიმონიანი Telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics