19:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 13:33:14, 829 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.

"წინ ორი მნიშვნელოვანი დღე გველოდება. დაგეგმილია შეხვედრები პარტნიორებთან გერმანიასა და საფრანგეთში, ახალი შეთანხმებები და მონაწილეობა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამართლიან პირობებში და უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა", - წერს ზელენსკი Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics