|
2024-02-15 08:59:13, 659 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - არ არსებობს არც „ლელო“, არც „გირჩი“ - ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“
ის, რასაც „ლელო“ იძახის დღეს, რომ ვიღაცას გააგდებს სახელმწიფოდან, ვიღაც სადღაც აღმოჩნდება, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მათ ზუსტად ისეთივე მმართველობის ნაწილი უნდათ იყვნენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებდა 2012 წლამდე ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, პარტია „ლელომ“ ნაცვლად პოზიტიური დღის წესრიგის შექმნისა, საზოგადოებას „რეპრესიების ქრონიკა“ შესთავაზა. „სახელწოდებები, რომელსაც ვიყენებთ კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების მიმართ, არის აბსოლუტურად პირობითი, ვინაიდან არ არსებობს არც „ლელო“, არც "გირჩი", ეს არის ერთი მთლიანი „ნაციონალური მოძრაობა“. ვინმეს აქვს ილუზია, რომ ზურა ჯაფარიძე არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი? ვინმეს აქვს ილუზია, რომ გიორგი ვაშაძე და ლიაკა ხოშტარია არ არის „ნაციონალური მოძრაობა“? და ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ. რეალურად ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელო“ პრაქტიკულად კალკირებას აკეთებს და გადმოაქვს აბსოლუტურად ყველა ის შეხედულება და ქვეყნის მართვის ის მოდელი, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ე.წ. უკუთვლას, პარტიები იყენებენ იმისთვის, პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას და თქვან, რომ ჩვენ ამდენი ხნით ადრე გვექნება ეს პროგრამა, საზოგადოებას შევთავაზებთ ამ თემის მოგვარების პირობებს, მაგრამ ლელომ რა ქნა? „ლელომ“ გამოაცხადა რეპრესიების ქრონიკა. ეს არის ობიექტური რეალობა“,- განაცხადა ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)