11:45 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 12:26:16, 853 ნახვა

სამართალი
შსს-ს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითს დაეჯახა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელიც დუშეთში ქვეითის დაეჯახა, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა და მიიმალა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს.

"სახლში მივედი, არსად არ მივმალულვარ, არც სადმე წავსულვარ. მაგას ვიტყვი კიდევ, რომ თვალთახედვის არე, მხედველობა მაქვს -2", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სამართალდამცავებმა 9 თებერვალს დააკავეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
The Observer: სტარმერმა შესაძლოა გადადგომის შესახებ ორშაბათს განაცხადოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics