22:37 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 20:54:23, 769 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს

სტამბოლში, სასამართლოს შენობასთან მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 34 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ილმაზ თუნჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, თურქეთის იუსტიციის მინისტრს მომხდარზე დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ თავდამსხმელები მარქსისტული დაჯგუფების „რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი ფრონტის“ წევრები არიან.

შეგახსენებთ, სტამბოლში, სარიერის რაიონში მდებარე კათოლიკურ ეკლესიაზე შეიარაღებული თავდასხმა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 28 იანვარს მოხდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics