|
2024-02-01 16:22:12, 741 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის
მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ოპოზიციური ველი არის მოშიშვლებული და აქ არანაირი პრობლემა არ გვქონდა და არ გვაქვს, კიდევ უფრო მაღალ შედეგებს დავდებთ და საკმაოდ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოლებთ და არა უბრალო გამარჯვებისთვის,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს აქვთ კარგი გამოცდილება როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე პარტიული მუშაობის კუთხით, რაც როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს გააძლიერებს. "ეს არის ჩვენი პარტიული შედეგების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ქვეყნის გაძლიერების, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი დინამიკის და დეოკუპაციის გზაზე, კიდევ უფრო მეტი დინამიკის და პოზიტივების, სიღარიბის დაძლევის, ევროინტეგრაციის, რა თქმა უნდა და ა.შ. ყველა მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო მეტი პროგრესი გვინდა რომ გვქონდეს და ეს გადახალისება ამაში კიდევ უფრო მოგვეხმარება.... მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული, მოდი, დავარქვათ გადახალისება და პოსტების, თანამდებობების, პოზიციების გაცვლა, ორივე მხრივ, ახალი სისხლის შეტანა, ვფიქრობ, პროცეს კიდევ უფრო დინამიკურს გახდის. ორივე ირაკლის - ღარიბაშვილსაც და კობახიძესაც აქვთ ორივე მიმართულებით ძალიან კარგი გამოცდილება - მენეჯმენტის კუთხით, პარტიული მუშაობის კუთხით, მათ აქვთ როგორც გუნდის შიგნით, ისე ქვეყანაში განსაკუთრებული ავტორიტეტი და ვფიქრობ, რომ მათი მენეჯერული, პროფესიონალური უნარები, პატრიოტიზმი ამ ქვეყანას, ცალკე გუნდს, როგორც პარტიას, ისე სამთავრობო გუნდს, ერთიორად გააძლიერებს",- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, 1-ელ თებერვალს "ქართული ოცნების" რიგით მე-8 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აირჩიეს. პარტიამ ასევე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)