01:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-24 10:17:59, 1371 ნახვა

ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს

გერმანია უკრაინას Sea King Mk 41-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა რამშტეინის ფორმატში მე-18 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პისტორიუსის თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში დაეხმარება.

„Sea King-ი არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებამდე. ეს არის გერმანიისგან ამ ტიპის პირველი მიწოდება“, - განაცხადა პისტორიუსმა.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ, დაახლოებით, 6 მილიარდ ევროს მიაღწია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics