|
2024-01-17 12:42:59, 788 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადება მიმდინარეობს
თბილისის მერიის მხარდაჭერით, ოთხი სპორტული ფედერაცია მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიულ გადამზადებას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, 2023 წლის ოქტომბრიდან 200-მდე მწვრთნელის გადამზადებაზე რაგბის კავშირი, ძიუდოს ეროვნული ფედერაცია, ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაცია და სპორტის საწყლოსნო სახეობათა ფედერაცია ზრუნავს. „თბილისის მერიისა და ოთხი სპორტული ფედერაციის თანამშრომლობით, უკვე რამდენიმე თვეა ხორციელდება იმ მწვრთნელთა გადამზადება, რომლებიც მერიის სპორტულ ცენტრებში არიან დასაქმებული და მოზარდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ავარჯიშებენ. ამ ხნის განმავლობაში, კურსის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ტრენინგები, გაეცნენ თანამედროვე ტენდენციებს შესაბამის სპორტულ სახეობებში, რითაც ხელი შეეწყო მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც აუცილებელია ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, აღნიშნული მწვრთნელები მერიის „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამითაც სარგებლობენ. „29 იანვარს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ დაგეგმილია „მწვრთნელთა მხარდაჭერის“ პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება და მონაწილე მწვრთნელებისთვის სერტიფიკატების გადაეცემა. მადლობა ფედერაციებს თანამშრომლობისთვის. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ყველა იმ მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლება, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობენ“, - დასძინა კალაძემ.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)