09:07 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 22:18:16, 692 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას, თუმცა არა ბლოკის ბიუჯეტის დაზარალებით

ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას, თუმცა არა ბლოკის ბიუჯეტის დაზარალებით, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. 

როგორც ორბანი აღნიშნავს, 50 მილიარდი ევროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაცემა ოთხი წლის წინსწრებით არის ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევა.

„უკრაინის დახმარება თუ გვინდა, რაც, ვფიქრობ, საჭიროა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი არ დავაზარალოთ. თუმცა 50 მილიარდი ევროს ევროკავშირის ბიუჯეტიდან გაცემა ოთხი წლის წინსწრებით არის ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა მოხდება სამ თვეში“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics