10:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-15 23:38:01, 725 ნახვა

მსოფლიო
სუნაკი - 16 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 25 უკანონო და მიუღებელი თავდასხმა განახორციელეს

საერთაშორისო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებმა საფრთხის ქვეშ დააყენა უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც სუნაკი აღნიშნავს, 16 ნოემბრის შემდეგ „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 25 უკანონო და მიუღებელი თავდასხმა განახორციელეს.

„ისინი ესროდნენ ჩვენს გემებსა და მეზღვაურებს. ეს იყო ყველაზე დიდი თავდასხმა სამეფო საზღვაო ფლოტზე ათწლეულების განმავლობაში და ამიტომ ჩვენ ვიმოქმედეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ თავდაცვის მიზნით, გაერო-ს წესდების შესაბამისად და თავისუფლების დასაცავად, როგორც დიდი ბრიტანეთი ამას ყოველთვის აკეთებდა“, - განაცხადა სუნაკმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

მანამდე, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics