|
2024-01-13 16:49:39, 984 ნახვა
მსოფლიო
„ჰუსიტების“ წარმომადგენელი - აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, - ამის შესახებ „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ნასრედინ ამერმა განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თავდასხმებს „ჰუსიტები ეფექტურ პასუხს გასცემენ“. „დაშავებულები არ ყოფილა, ასევე, არც მატერიალური და არც ადამიანური დანაკარგები“, - განაცხადა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. მანამდე, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)