|
2024-01-01 02:56:16, 1693 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წელი ენგურის ხიდიდან მიულოცა
ახალ წელს გილოცავთ იმ ადგილიდან, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი, აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა . სალომე ზურაბიშვილმა ახალი წელი მოსახლეობას ორ ადგილიდან - ენგურის ხიდზე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩაწერილი ვიდეომიმართვით მიულოცა და ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება. „გილოცავთ ახალ წელს, 2024 წელს. გილოცავთ იმ ადგილიდან საქართველოში, რომელიც დღეს არის ყველაზე ჩამქრალი. აქ არცერთი დიდი ნაძვის ხე არ ანთია და აქ უნდა ენთოს ყველაზე მაღალი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომელსაც უნდა უყურებდნენ ამ ხიდის ორივე მხრიდან. რამეთუ ეს ხიდი არის ის, რაც გვაერთიანებს, რაც აერთიანებს აფხაზეთსა და დღევანდელ სტატუს მიცემულ საქართველოს.გილოცავთ იმ ადგილიდან, სადაც დგას ყველაზე მაღალი და ყველაზე განათებული ნაძვის ხე. გილოცავთ ორბელიანების სასახლიდან, პრეზიდენტის სასახლიდან, რომელიც დგას, როგორც სახელმწიფო სიმბოლო და როგორც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი, ყველას ერთიანობის სიმბოლო - აფხაზების, ცხინვალის მცხოვრებლების, ჩვენი დიასპორის მოქალაქეების. ეს არის ის ადგილი, სადაც ყველასი, თქვენი სახლია, თქვენი სახელმწიფოა.ჩვენ როცა ვამბობთ: „ერთიანობა“, ეს არის ის, რაც ყველაზე ძვირფასი გაგვაჩნია. მინდა, რომ სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს - სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა.ამით ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რა სიძნელეები, რა მტკივნეული მომენტები იყო 2023 წელს. არ გვავიწყდება არც რაჭაში შოვის ტრაგედია, არც გურიის ტრაგედია, არც ყოველდღიური ტრაგედია, რაშიც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ძალების ყოველწუთიერ ზეწოლის ქვეშ. ჩვენ არ გვავიწყდება ეს ყველაფერი და ამით ვცხოვრობთ, რომ ეს არ განმეორდეს.არც ის არ გვავიწყდება, რომ ეს წელი იყო 8 მარტის წელი, ასევე, ჩვენი ერთიანობის. ეს იყო 8 ნოემბრის წელი, ერთიანი გამარჯვების. ამდენად ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება, ასევე, ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც ჩვენ მივხვდებით იმას, რომ სხვადასხვა აზრების ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის რაც უნდა ვისწავლოთ ამ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლებასა და სამართლიანობასაც გავამარჯვებინოთ. მე ამას გისურვებთ და ვიქნები ამის სადარაჯოზე თქვენთან ერთად.გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ჯანმრთელობას პირველ რიგში, ბედნიერებას და ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)