|
2023-12-29 13:12:12, 697 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტომ 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში სამუშაო შეხვედრაზე წარადგინეს. სააგენტოს ცნობით, 2023 წელი გამორჩეული იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიღწევების მხრივ, როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის, ისე ეკოტურიზმის განვითარების კუთხით. "შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა მიღწეული შედეგები ბუნების დაცვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე SMART პატრულირების სისტემის წარმატებით დანერგვას. SMART პატრულირებისა და მონიტორინგის სისტემა კიდევ უფრო ოპერატიულსა და ეფექტიანს ხდის რეინჯერთა პატრულირებას. ხაზი გაესვა SMART სისტემის დანერგვაში რეინჯერების როლს, შედეგად წარმატებული რეინჯერები კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მიერ დაჯილდოვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ეკოტურიზმის განვითარებისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ 2023 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს 1 მილიონს მიაღწია. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ ეკოტურიზმის განვითარების მიზნით განახორციელა. 2023 წელი გამორჩეულია ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც - 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული სამუშაოები, რომლის შედეგად მოგზაურობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი და უსაფრთხო გახდება. დაინერგა უნიკალური სერვისები, მათ შორის, მარტვილის კანიონზე მოეწყო 3დ განათების სისტემები. აღინიშნა, რომ მარტვილის კანიონმა ვიზიტორთა რაოდენობით მოწინავე ადგილი დაიკავა. ხაზი გაესვა ახალი ობიექტების განვითარების კუთხით მიმდინარე და სამომავლო გეგმებს. აღინიშნა, რომ ბალდის კანიონის განვითარება სააგენტოსთვის მიმდინარე პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შემატებს. შეხვედრაზე განიხილეს დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა და პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებულ პირველ საერთაშორისო სამიტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 20-მდე ქვეყნის 80-მდე დელეგატმა. შემაჯამებელ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების, ასევე პარტნიორი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)