15:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 09:39:28, 744 ნახვა

მსოფლიო
ლოიდ ოსტინსა და იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პენტაგონის განცხადებაშია აღნიშნული.

პენტაგონის ცნობით, ოსტინმა და გალანტმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ისრაელის სამხედრო კამპანია განიხილეს.

„მხარეებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და მზადება სტაბილიზაციის ეტაპისთვის, რომელიც მოჰყვება ძირითად საბრძოლო ოპერაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ლოიდ ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის გადაწყვეტილება, უზრუნველყოს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აღარ დაემუქრება ისრაელის უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, საუბრისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი ღაზას მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარების მნიშვნელობასაც გაუსვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics