|
2023-12-27 23:11:48, 1084 ნახვა
სამართალი
საია - სააპელაციოს გადაწყვეტილებით, შსს-ს გიორგი სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაეკისრა
სააპელაციოს გადაწყვეტილებით, შსს-ს გიორგი სულაშვილისთვის ყოველთვიური სარჩოს გადახდაც დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) ავრცელებს. როგორც საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აქამდე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გიორგი სულაშვილისა და კიდევ ერთი დაზარალებულის საქმეებზე მოსამართლემ შსს-ს ერთ შემთხვევაში მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარი და 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე ყოველთვიურად სარჩოს სახით 1 155 ლარის გადახდა დააკისრა. სულაშვილის შემთხვევაში კი სამინისტროს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 000 ლარი დაეკისრა, ყოველთვიური სარჩო კი არ განისაზღვრა. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია სასამართლოში იცავს 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დაშლის შედეგად დაზარალებული პირების ინტერესებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. წარდგენილი სარჩელების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დაზარალებულების სარჩელები შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარჩოს დაკისრებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებებით სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა, ერთ შემთხვევაში, მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 30 000 ლარის და ყოველთვიურად სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო მეორე დაზარალებულის, კერძოდ, გიორგი სულაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით, სარჩოს გადახდის ვალდებულება კი არ დააკისრა. 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლე - ნინო ყანჩაველი) მოსარჩელეთა სასარგებლოდ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები და ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაზარალებული პირების სააპელაციო საჩივრები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, ორივე მოსარჩელის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა 50 000 - 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება, ხოლო გიორგი სულაშვილის სასარგებლოდ სამინისტროს დაეკისრა ყოველთვიური სარჩო 780 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის კანონიერ ძალაში არაა შესული", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)