19:55 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 23:36:21, 873 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში - დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები

შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

"შოკისმომგვრელი ცნობები პრაღაში ტრაგიკული მოვლენების შესახებ. დაიღუპნენ და დაშავდნენ უდანაშაულო ადამიანები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელი განეიტრალებულია.

ამასთან ერთად, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24-საათიან რეჟიმში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი : +420 777 222 053 ამოქმედდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics