21:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-21 09:18:37, 754 ნახვა

მსოფლიო
ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 20 000-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულთა რიცხვი 20 000-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera პალესტინის სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პალესტინის სამთავრობო მედის ცნობით, დაღუპულთაგან 8 000 ბავშვი, ხოლო 6 200 ქალია.

მათივე ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო იერიშების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 36 000-ზე მეტია.

შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.

22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება 24 ნოემბრამდე არ ამოქმედდებოდა.

მას შემდეგ, რაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორში გატაცებული მძევლებისა და ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების რამდენიმე რაუნდი შედგა.

30 ნოემბერს, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ჰუმანიტარული ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდებოდა.

ამასთან, 1-ელ დეკემბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics