14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 13:28:00, 779 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 4 წელიწადში, საქართველო EU-ის წევრი იქნება

მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იქნება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება".

"მე ვამბობდი, რომ იქნებოდა უზივო მიმოსვლა და მივიღეთ. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი, მე უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ მე ევროპარლამენტმა მიმიწვია სესიაზე და ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე და რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი. მე ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მივიღეთ სტატუსი. მე ვამბობ ახლა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, ოღონდ ჩვენ უნდა მოვიგოთ მანამდე ეს არჩევნები...

ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ამ გზიდან გადაგვიყვანოს. ევროპაც არ მისცემს არავის საშაულებას, რომ საქართველოს შიგნით ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა. ჩვენ ახლა საცობი უნდა მოვიშოროთ იმიტომ, რომ ეს არის დაცობილი ევროკავშირის გზაზე... მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მე არასდროს არაფერში მომიტყუებიხართ",- განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics