21:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 22:36:05, 790 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს

აშშ ისრაელს ომის პირობებს ან ვადებს არ კარნახობს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელის თავის დაცვის უფლებისადმი ძალიან მყარია.

„მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ ისრაელს ვუკარნახო ვადები ან პირობები ოპერაციისთვის“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ოსტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს ისრაელელი სამხედროებისთვის იარაღის მიწოდებას და მათ მოუწოდა, რომ შეამცირონ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილი.

ცნობისთვის, ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ისრაელში დღეს, 18 დეკემბერს ჩავიდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics