22:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 11:15:35, 825 ნახვა

მსოფლიო
Українська правда - ვალერი ზალუჟნისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის კაბინეტში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის კაბინეტში მოსასმენი აპარატები აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Українська правда სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატი კვირას, 17 დეკემბერს ოთახის შემოწმების დროს აღმოაჩინეს. ეს უნდა ყოფილიყო მთავარსარდლის ახალი კაბინეტი, რომელსაც გადაბარგებამდე ამოწმებდნენ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) განცხადებით, მოსასმენი აპარატები ზალუჟნის პოტენციური დისლოკაციის ადგილზე მდებარეობდა, თუმცა უმოქმედო აღმოჩნდა და ის ექსპერტებს უკვე გადაეცა.

СБУ-ს ცნობითვე, მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics