19:46 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 15:15:54, 752 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა

არიან გარკვეული გარე ძალები, რომლებიც კეზერაშვილს ევროპაში თავისუფლად მიმოსვლის საშუალებას აძლევენ და ამის სანაცვლოდ, კეზერაშვილს უწევს ფულის დახარჯვა. დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ სიამოვნებს ფულის ხარჯვა საქართველოში, ურჩევნია, მეტი ფული აკეთოს და დაიტოვოს, მაგრამ უწევს ფულის ხარჯვა სწორედ ამ გარანტიების სანაცვლოდ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამ ძალების მხრიდან არის კოორდინირებული. 

„ქართული საზოგადოება არის ძალიან გაზრდილი, მომწიფებული ამ 30 წლის განმავლობაში. გახსოვთ, 90-იან წლებში განსხვავებული ვითარება იყო, ბევრი შეცდომა დაუშვა მაშინ საზოგადოებამ, მაგრამ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. იმდენი სირთულე გამოიარა ქართულმა საზოგადოებამ, იმდენი სხვადასხვა გამოწვევა ჰქონდა წლების განმავლობაში, რომ დღეს მისი მოტყუება პრაქტიკულად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ამ ეგრეთ წოდებულ მესამე ძალას, რომელიც, სინამდვილეში, იქნება „ნაცმოძრაობის“ მეორე ფრონტი, ქართული საზოგადოება უბრალოდ არ იყიდის“,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთიდან საქართველოში ამანათები 474%-ით გაიზარდა
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics