22:05 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 16:51:00, 697 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, გარდა ევროინტეგრაციისა, საუბარი სხვადასხვა საკითხებს შეეხო.

„ჩვენი შეხვედრებისას მოლაპარაკებები, აზრთა გაზიარება არ ეხებოდა მხოლოდ ევროპული ურთიერთობების თემას, სადაც უნგრეთი არის უპირობო, მყარი მხარდამჭერი. საკმაოდ ახლო მდგომი პოზიციები დავაფიქსირეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, დამოკიდებულებებზე, მთელი რიგი პრინციპული საკითხების მიმართ. 

ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიცია ცნობილია. ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად, უნგრეთი საკმაოდ მძლავრად გვიჭერს მხარს. საერთო მხარდაჭერა კარგად გამოჩნდა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, ქართული დელეგაციების ვიზიტისას",- აცხადებს ვოლსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics