03:37 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 13:26:17, 872 ნახვა

მსოფლიო
ირანის პრეზიდენტი 7 დეკემბერს მოსკოვში ჩავა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი 7 დეკემბერს მოსკოვს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით შედგება.

როგორც მედია წერს, რაისი და პუტინი ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ.

რაისის დელეგაციის შემადგენლობა ჯერ არ სახელდება.

ცნობისთვის, ეს რუსეთში ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის მეორე ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის აგვისტოში ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რაისისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბოლო კომუნიკაცია 16 ოქტომბერს შედგა, როდესაც მათ სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში არსებული ვითარება განიხილეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics