13:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-30 23:22:59, 962 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინი - პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზა, დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნაა

პალესტინის საკითხის გადასაჭრელად ერთადერთი ეფექტური გზა არის დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, - ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მილოცვის ტექსტში, რომელიც მან პალესტინელი ხალხის სოლიდარობისადმი მიძღვნილი გაეროს შეხვედრის მონაწილეებს გაუგზავნა.

როგორც ძინპინი აღნიშნავს, პალესტინის სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს სრული სუვერენიტეტი 1967 წლის საზღვრების საფუძველზე და მისი დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს.

„ჩინეთმა წამოაყენა გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, მხარს უჭერს ქვეყნებს შორის უთანხმოებებისა და დავების გადაწყვეტას დიალოგის, კონსულტაციების გზით, მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics