15:50 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 11:31:07, 881 ნახვა

სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დავაკავეთ [ვიდეო]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩატარებული გამოძიების შედეგად, ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავმა, 2023 წლის 26 ნოემბერს, რუსთავში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკებისას, ფიზიკურად იძალადა მის მეუღლეზე - 1980 წელს დაბადებულ ქალზე და მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის შესახებ დაზარალებული ქალის შეტყობინების მიღების შემდეგ, უმოკლეს დროში უზრუნველყო გადაუდებელი საგამოძიებო  მოქმედებების ჩატარება, რის შემდეგაც ჩვენს მიერ ოჯახში ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დაკავებულ იქნა სამართალდამცავი. 

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა.
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics