03:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 20:14:13, 626 ნახვა

პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა

სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი კოლეგებთან შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მასპინძელი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა თურქეთის ეროვნულ თავდაცვის მინისტრთან, გენერალ იაშარ გიულერთან გამართა.

კოლეგასთან საუბრისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე გამოხატული ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.  მინისტრმა  სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის ჩართულობა, მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური დახმარება ხაზგასმით აღნიშნა.

"შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას  რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო,  შავი ზღვის რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გამოწვევები და მზარდი საფრთხეები წარმოადგენდა.  საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის, სამხედრო განათლებისა და  ერთობლივი სამხედრო სწავლებების საკითხებსაც.

სამმხრივ მინისტერიალს ქვეყნები როტაციის პრინციპით მასპინძლობენ. მომავალ წელს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრები საქართველოში ჩატარდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics