07:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-27 10:30:12, 751 ნახვა

მსოფლიო
CNN - ვერმონტში 3 პალესტინელი სტუდენტი დაჭრეს

აშშ-ის შტატ ვერმონტში პალესტინელი წარმოშობის 3 სტუდენტი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შემთხვევა ბერლინგტონში, ქუჩაში მოხდა.

როგორც მედია ბერლინგტონის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, "ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთმა კი გაცილებით მძიმე დაზიანებები მიიღო".

პოლიციის ინფორმაციით, "მათ მამაკაცი იარაღით დაუპირისპირდა".

"საუბრის გარეშე მან პისტოლეტიდან, სულ მცირე, 4 ტყვია გაისროლა და სავარაუდოდ, ფეხით გაიქცა“,- აცხადებენ პოლიციაში.

დაშავებულთაგან 2 აშშ-ის მოქალაქე, ერთი კი კანონიერი რეზიდენტია.

სამოქალაქო უფლებების დამცველი ორგანიზაციები და მსხვერპლთა ოჯახები მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიოს შემთხვევა, როგორც სიძულვილის დანაშაული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics