05:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 13:21:17, 594 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი, 2024 წლის ბოლოს კი, 131 იუსტიციის სახლი გვექნება

ქალაქ ზესტაფონში იუსტიციის სახლის 118-ე ფილიალი გაიხსნა, რომელიც ყველა სტანდარტს შეესაბამება და ზესტაფონის ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში განაცხადა.

"იუსტიციის სამინისტრო, როგორც მოგეხსენებათ, მუშაობს მრავალი მიმართულებით და წარმოგიდგენთ თითოეულს ამ მიმართულებებიდან. პირველი ეს არის სერვისების განვითარება და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ იუსტიციის სახლი იყოს ყველა მუნიციპალიტეტში. ამ მიზნით ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით 118-ე იუსტიციის სახლი ზესტაფონში, რომელიც შეესაბამება ყველა სტანდარტს და რა თქმა უნდა, გაუწევს მომსახურებას ჩვენს მოსახლეობას",- თქვა ბრეგაძემ.

მისივე განცხადებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაგეგმილია იუსტიციის სახლების მშენებლობა, რომლებიც 2024 წელს დასრულდება.

"დავიწყეთ მშენებლობა ხაშურის, სამტრედიის, თერჯოლის და ახმეტის იუსტიციის სახლები და მოსახლეობა ამ მუნიციპალიტეტებშიც მიიღებს იმ მომსახურებას, რომელსაც მიჩვეულია იუსტიციის სახლებში. ეს იუსტიციის სახლები გაიხსნება 2024 წელს. უახლოეს მომავალში დაიწყება იუსტიციის სახლის მშენებლობა მცხეთის, საგარეჯოს, ხელვაჩაურის, ცაიშის, ზოტის, ტოლების, შროშის და გლდანის, საჩხერის და ასევე, ბათუმის მეორე ფილიალის იუსტიციის სახლები",- თქვა ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მშენებლობების დასრულების შემდგომ მომხმარებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით 131 იუსტიციის სახლი მოემსახურება.

 „შევახსენებ საზოგადოებას, რომ 2012 წელს ჩვენ გვქონდა სულ 12 იუსტიციის სახლი და 2024 წლის ბოლოს ჩვენ გვექნება 131 იუსტიციის სახლი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics