07:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 19:12:59, 766 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მომავალი წლის გეგმები გააცნო

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მომავალი წლის გეგმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე მიმდინარე წლის სიახლეებსა და მიღწეულ შედეგებზე.

"2024 წელს გაიზრდება სოფლის ექიმებისა და ექთნების დანამატი. გეგმის მიხედვით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს დანამატის სახით 400 ლარს, მედდებს 250 ლარს გამოუყოფს. დანამატი სახელმწიფო პროგრამის პარალელურად გაიცემა. 25 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა ჯანდაცვის, ხოლო 15 მილიონზე მეტი ლარი სოციალური მიმართულებით. იზრდება თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი დაშესაბამისად, ფართოვდება მოსარგებლე პირთა ჩამონათვალი”, - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრმა შეხვედრაზე ქობულეთში მოღვაწე 5 ღვაწლმოსილი ექიმი სიგელით დააჯილდოვა:

  • ქირურგი, რამაზ შაქარიძე - 80 წლის იუბელესთან დაკავშირებით;
  • თერაპევტი, ლიანა ემინაძე - 75 ლის იუბილესთან დაკავშირებით;
  • ოტო-რინო-ლარინგოლოგი, მიხეილ შონუსი - 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით;
  • ინფექციონისტი, ნელი გაზდელიანი - 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით;
  • მეან-გონეკოლოგი, ანნა ვერულიძე - 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე, მრჩეველი კობა ნაკაიძე, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics