03:48 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-11 10:41:28, 3850 ნახვა

სამხედრო
51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მამუკა ქავთარაძემ "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები გადასცა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების V-ე ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამმა სამხედრო მოსამსახურემ მედლები "სამშობლოსათვის თავდადებული" მიიღო.
სამინისტროს ცნობით, ჯილდოები გადაეცათ აშშ-ს საზღვაო ქვეითების წარმომადგენლებსაც. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ქართული ქვედანაყოფების მომზადების პროგრამის XIV როტაციის მეკავშირეთა ჯგუფის (GLT) ორმა საზღვაო ქვეითმა  მედალი "გენერალი მაზნიაშვილი" მიიღო.
"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მყოფი ქართველ სამხედრო მეთაურობასთან ერთად, დაჯილდოების ცერემონიას  კოალიციური ძალების ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებს. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics