07:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 15:41:06, 525 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტთან, თინა თაამთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელს უწყობს საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას.

"ამასთან, საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა თინა თაამს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა დაგეგმილ შეხვედრებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ვიზიტი ორი კვირა გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ის შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრებს გამართავს.

უწყებაში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი თამარ გაბრუაშვილი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics