14:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 08:49:10, 667 ნახვა

მსოფლიო
IDF - ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) ავრცელებს.

IDF-ს ცნობით, ოპერაცია დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე ხორციელდება.

„ჩვენი მიზანია, არანაირი ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ცნობით, უკვე არაერთხელ გააკეთეს საჯარო გაფრთხილება, რომ „ჰამასის“ მიერ კლინიკის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება საფრთხეს უქმნის მის საერთაშორისო კანონმდებლობით დაცულ სტატუსს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics