14:43 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-12 16:17:56, 762 ნახვა

მსოფლიო
გალანტი - „ჰეზბოლა“ ლიბანს ომში ითრევს - რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ

"ჰეზბოლა" ლიბანს ომში ითრევს -  რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, ბეირუთშიც გავაკეთოთ,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტი გამოეხმაურა "ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ისრაელთან ფრონტი აქტიური დარჩება.

"ლიბანის მოქალაქეებს ვეუბნები - უკვე ვხედავ ღაზას მოქალაქეებს თეთრი დროშებით, რომლებიც სანაპიროს გასწვრივ მიდიან და სამხრეთით მიემართებიან. "ჰეზბოლა" ითრევს ლიბანს ომში, რომელიც შეიძლება მოხდეს და ის შეცდომას უშვებს. თუ ასეთ ზომებს უშვებს, პირველ რიგში, ამ ფასს ლიბანის მოქალაქეები გადაიხდიან. რასაც ახლა ღაზაში ვაკეთებთ, შეგვიძლია, გავაკეთოთ, ბეირუთშიც. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები თავისი რესურსების მეათედზე ნაკლებს იყენებს ღაზას სექტორში",- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, ლიბანური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ისრაელთან აქტიური ფრონტის შენარჩუნების შესახებ განცხადება სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics