11:17 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 20:07:29, 1120 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ევროპაში არცერთი ქვეყანა მეგულება, რომელიც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს არ დაუჭერს

ღეს არ მეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მოლოდინები პოზიტიურია და აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროპელ მეგობრებთან და კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაცია ექნება.

„რაც შეეხება მოლოდინს, თქვენ ახსენეთ მოლოდინი  და 15 დეკემბერს მისაღები გადაწყვეტილება  27 ქვეყნის მიერ. ჩვენ ინტენსიურ მუშაობას ვაგრძელებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა თითქმის ყველა ქვეყანა მოიარა და მე პირადად მქონდა კომუნიკაცია თითქმის ყველა ევროპელ ლიდერთან. მე დღეს არ მეგულება ევროპაში არც ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს არ დაუჭერს ჩვენი ქვეყნის შემდეგ ეტაპზე გადასვლას - ანუ სტატუსის მინიჭებას უკვე ოფიციალურად, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც უკვე ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია და თქვა, რომ ისინი მიღწეულ შედეგზე დაყრდნობით აძლევენ რეკომენდაციას ქვეყანას, რომ მიეცეს სტატუსი.

მე ვფიქრობ, რომ მოლოდინები არის პოზიტიური და არ მგონია რამე შეიცვალოს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა,  გვექნება მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, კოლეგებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics