14:09 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-08 16:14:46, 697 ნახვა

პოლიტიკა
მეცოლა - ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას

ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

მეცოლას თქმით, მოხარულია, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე არიან.

"მოხარული ვარ, რომ უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გზაზე არიან. ევროპარლამენტი მიესალმება რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი პირობები დაკმაყოფილდება", - წერს მეცოლა.

ცნობისთვის, ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

გარდა ამისა, ევროკომისიამ ასევე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics