19:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-06 10:46:03, 910 ნახვა

მსოფლიო
„ხალხმა უნდა იცოდეს ტერორისტების ველურობის შესახებ“ - ბორის ჯონსონი ისრაელში, კიბუც კფარ აზაში იმყოფებოდა

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ისრაელს ეწვია და ქვეყნის სამხრეთში მდებარე დასახლებები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯონსონი იმყოფებოდა კიბუც კფარ აზაში, სადაც 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან შეჭრილმა "ჰამასის" წევრებმა, დაახლოებით, 100 ადგილობრივი მცხოვრები მოკლეს.

როგორც ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის, რაც მან კფარ აზაში ნახა, "საშინელი" იყო.

"ხალხმა უნდა იცოდეს "ჰამასის“ ტერორისტების ველურობის, სადიზმის შესახებ. რა თქმა უნდა, სწორია, რომ ისრაელმა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები ამის თავიდან ასაცილებლად“,- აღნიშნა ჯონსონმა.

კითხვაზე, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს შეეხებოდა, ჯონსონმა პასუხად თქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ ევალება, ისრაელს უთხრას, როგორ მოიქცეს.

"როცა 240 მძევალია, როცა ამ მასშტაბის დანაშაულია ჩადენილი და როცა არსებობს ამის განმეორების შესაძლებლობა, არ მგონია, რომ მსოფლიოს საქმეა, ისრაელს უთხრას, შეწყვიტოს“,- თქვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics