|
2023-11-05 22:31:28, 2234 ნახვა
სამხედრო
მინისტრის მოადგილე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო ბაზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად ლოჯისტიკის ცენტრის ტერიტორია დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ჩატარებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. მან ლოჯისტიკის სარდლისგან უზრუნველყოფის ბატალიონის ახალი შტაბის შენობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღო. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. ქართველი სამხედროებისთვის ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა არსებული ინფრასტრუქტურის სრული განახლება. მიმდინარე წელს 20 ახალი ობიექტი აშენდა და 50 ობიექტი გარემონტდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)