|
2023-11-05 22:30:18, 2132 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის უწყებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი ესტუმრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ელჩმა დიმიტრიოს კარაბალისმა ქართულ მხარეს მისიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ქართულმა მხარემ აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)