21:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 16:55:44, 898 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - 2024 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი 700 მილიონ ლარზე მეტით იზრდება

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტით გათვალისწინებულ სიახლეებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად დაიგეგმა 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით.

მისი თქმით, გადამუშავებულ ვერსიაში ბიუჯეტი იზრდება 700 მლნ ლარით, რომლის წყაროც იქნება საგადასახადო შემოსავლები.  

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა დამატებითი რესურსების მობილიზებაზე, რისთვისაც გაანალიზდა საბანკო სფეროში 9 თვის განმავლობაში მიმდინარე ტენდენციები, სადაც გამოიკვეთა, რომ მოსალოდნელია საბანკო/საფინანსო სექტორიდან მომდევნო წელს მოგების გადასახადის სახით დამატებით 300 მილიონი ლარის მიღება.

მისი თქმით, ასევე ცვლილებებია გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის მიმართულებით.

„ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. აღნიშნული ინიციატივა 2024 წელს მოგვიტანს დამატებით 400 მილიონი ლარის რესურსს. ჯამში, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი გაიზრდება 700 მილიონ ლარზე მეტით და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 28,5 მილიარდი ლარი", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics