13:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 13:15:03, 726 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ანტონი - არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც პატრიარქის გადადგომას მხარს დაუჭერს

ყველა წინააღმდეგი ვართ - არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ განაცხადა.

როგორც მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სინოდი ერთიანია.

"პატრიარქი არის პატრიარქი. ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან. ყველას მაკურთხეველია და საქართველოს უყვარს... გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია. ეს საკითხი არ დადგება. თვითონ შეიძლება გამოიტანოს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით... მე მგონია, რომ მეუფე შიოს [მუჯირი] საკმარისი უფლებამოსილება აქვს, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს",- განაცხადა მეუფე ანტონმა. 

ცნობისთვის, დღეს, 2 ნოემბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics