19:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 20:16:38, 661 ნახვა

მსოფლიო
ლიბანის პრემიერი - ვშიშობ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს

ვშიშობ, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომის ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს, - ამის შესახებ ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნაჯიბ მიკატმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის ასრულებს თავის მოვალეობას, რაც გულისხმობს, რომ "ლიბანი არ შევიდეს ომში".

„მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, რომ ლიბანი არ შევიდეს ომში. ამ დროისთვის „ჰეზბოლა“ მართავს სიტუაციას რაციონალურად, გონივრულად და თამაშის წესები შეზღუდულია გარკვეული საზღვრებით. ვხედავ, რომ არის რეალური რბოლა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და ესკალაციას შორის, რადგან ესკალაცია მხოლოდ ლიბანს არ ეხება, ვშიშობ, რომ ესკალაცია მთელ რეგიონში გავრცელდება და ახლო აღმოსავლეთს ქაოსი მოიცავს“, - განაცხადა ნაჯიბ მიკატიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics