21:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-29 17:54:00, 840 ნახვა

მსოფლიო
გაერო - ღაზას მოსახლეობა საწყობებსა და დახმარების განაწილების ცენტრებში შეიჭრა

ღაზას სექტორის ათასობით მცხოვრები გაეროს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტოს (UNRWA) საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოსახლეობამ საწყობებიდან ფქვილი და პირველადი მოხმარების საგნები წაიღო.

„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამოქალაქო წესრიგი იწყებს ნგრევას სამკვირიანი ომისა და ღაზას მკაცრი ალყის შემდეგ... საკვების მარაგი მცირდება და ღაზას სექტორში ეგვიპტიდან შემოსული ჰუმანიტარული დახმარება არასაკმარისია",- განაცხადა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზას სექტორში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics