20:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 09:25:59, 433 ნახვა

საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კიბერშესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიას (eGA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ლუკა მგელაძემ და ელექტრონული მმართველობის აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანეს ასტოკმა მოაწერეს. 

"ურთიერთთანამშრომლობა ევროკავშირის ევროპული სამშვიდობო ინიციატივის (EPF) ფარგლებში ხორციელდება, რომელიც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და საქართველოს თავდაცვის ძალების მედეგობისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში წინგადადგმული ნაბიჯია. 

მემორანდუმი, კიბერუსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებისთვის კიბერსწავლებებისა ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული ინიციატივა თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებს ითვალისწინებს და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდას შეუწყობს ხელს",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics