14:26 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 15:48:01, 871 ნახვა

რეგიონი
22 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტში, „შუახევობა-2023“ გაიმართება

22 ოქტომბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაული „შუახევობა-2023“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები. ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება სამუზეუმო ექსპონატები, ეთნოგრაფიული ნიმუშები, დეკორატიული კუთხეები, ტრადიციული სამზარეულო.

„მოეწყობა შუახევის ტრადიციების ამსახველი ფოტო-გამოფენა, საბავშვო გასართობი აქტივობები, სამეწარმეო მარკეტი, ხელნაკეთი ნივთების, სოფლის მეურნეობის ნობათისა და ადგილობრივი წარმოებული რძის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, აჭარული კერძების დაგემოვნება.

გაიმართება საპატიო შუახეველების დაჯილდოების ცერემონია, ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული აქტივობები.

მონაწილეობენ: „ზე-კართან“, „ჭვანა“, „ფესვები“, „შუახევი“, „მარეთი“, „ნაი“, ბენდი „117“, ხელოვნების სკოლის გუნდი, სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

სპორტული აქტივობა: ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი.

ღონისძიება დასრულდება ჩვენი ქვეყნის წამყვანი მომღერლების ჯგუფი „ქუჩის ბიჭების“, „ნიკოლშოუს“ და ვერიკო ტურაშვილის კონცერტითა და გრანდიოზული ფოიერვერკით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics