02:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 12:22:22, 635 ნახვა

პოლიტიკა
კვიჟინაძე - სტიქიებით დაზარალებული, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზურაბიშვილი გაზრდილ ბიუჯეტს ხელს არ აწერს

სტიქიებით დაზარალებული, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ, რადგან ზურაბიშვილი გაზრდილ ბიუჯეტს ხელს არ აწერს - წარმოუდგენელი რამ ხდება, ასეთი რამ არც მახსენდება რომ მომხდარიყოს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

კვიჟინაძის განმარტებით, პროგრამების შესრულების დრო იწურება.

„უკვე მეორე კვირა გადის და პრაქტიკულად იწურება დრო, რომ ის პროგრამები შესრულდეს, რაზეც ეს თანხა იყო. აუცილებლად გადასახდელია თანხა, მაგალითად სტიქიები, გაჭირვებული ხალხი ელოდება, რომ მიიღოს თანხა და ამას ვერ ვაკეთებთ. 

ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით, რეალურად, ოპოზიციასაც კი არ ჰქონია რამე შენიშვნა ცენტრალურ საკითხებზე, მაჩვენებლებზე, ბიუჯეტის დეფიციტზე - ასევე მოსწონს სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და ა.შ. ორშაბათს გადის ორი კვირა, რა დროსაც უნდა მოაწეროს ხელი [ზურაბიშვილმა]. თუ არ მოაწერს ხელს, მაშინ ხუთი დღის ვადაში მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ აქ საუბარი იმაზეა, რომ დრო გადის",- განაცხადა კვიჟინაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics