01:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 11:30:12, 826 ნახვა

მსოფლიო
კიმ ჩენ ინი სერგეი ლავროვს შეხვდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, შეხვედრაზე კიმ ჩენ ინმა და სერგეი ლავროვმა თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს, რათა რეგიონულ და გლობალურ გამოწვევებს უფრო აქტიურად უპასუხონ.

"ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ის აპირებს, შეასრულოს გასულ თვეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამიტზე მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა",- წერს Reuters-ი.

ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი აფასებს ფხენიანის „ურყევ და პრინციპულ მხარდაჭერას“ რუსეთის მიმართ უკრაინის ომში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics